February 21, 2023

სამტრედიაში ახლადაშენებული ხიდი დაინგრა

მდინარე რიონის ადიდების შედეგად სამტრედიაში ახლადაშენებული ხიდის ერთ-ერთი ბურჯი დაზიანდა და ესტაკადის რამდენიმე მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა. მდინარეში გადავარდნასშემთვევ ით გადაურჩა სატვირთო ავტომობილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, დააზიანა მდინარეზე მშენებარე ხიდის მერვე ბურჯი.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.