აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად სიითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობით ასოცირებული პროფესორი შალვა კირთაძე აირჩია. ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. შალვა კირთაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, არის ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი. რექტორად არჩევამდე ის იკავებდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობას.
February 22, 2023
წერეთლის უნივერსიტეტს 4 წლით შალვა კირთაძე უხელმძღვანელებს