February 26, 2023

სამოქალაქო სექტორში 20-წლიანი სტაჟის მქონე ქუთაისის მერს “აგენტების შესახებ” კანონზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაცია ქალაქის მერს სოსო ხახალეიშვილს მიმართავს. თემურ ცამციშვილი დაინტერესდა, რას ფიქრობს მესამე სექტორიდან პოლიტიკაში გადასული მერი , პარტია “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე – უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერს თითქმის 20- წლიანი სამოქალაქო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს და მათთვის საინტერესოა, დღევანდელი მისი პოზიცია აღნიშნულ კანონზე.