დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში საქვაბე აფეთქდა.
აფეთქებას ძლიერი ვიბრაცია ახლდა, რამაც ადგილობრივების შეშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, ეგონათ რომ მიწისძვრა იყო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: ქეთი დეისაძის