ხვალ, 7 მარტს 18 საათზე კამპანიის ,,ქუთაისი დნიპროსთვის” შემაჯამებელი საღამო გაიმართება.
ღონისძიებაზე დაგეგმილია ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრების, გლინტვეინის და ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი ქალების მიერ დამზადებული ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა.
ორგანიზატორების განცხადებით, საღამო შედგება ქუთაისის უნივერსიტეტის ეზოში. წერეთლის #13 (ყოფილი ქელბაქიანის ინსტიტუტი)