ქუთაისში აქციის მონაწილეებმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. არა რუსულ კანონს – ამ შეძახილით მერიასთან შეჩერდნენ და ე.წ. აგენტების კანონპროექტი ამ ფორმით გააპროტესტეს.
გუშინ, 7 მარტს თბილისში ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბიეს. დაკავებულია 66 პირი.
დღეს, 8 მარტს რუსთაველის გამზირზე ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციები იმართება საქართველოს ქალაქებში.