March 9, 2023

“აქ ცხოვრობს ნაც-ჯაშუში,” – უცნობმა პირებმა აკაკი საღინაძის სახლზე წარწერა გააკეთეს

“აქ ცხოვრობს დავალებების შემსრულებელი ნაც-ჯაშუში,”- ეს წარწერა ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტის აკაკი საღინაძის საცხოვრებელ სახლზე უცნობმა პირებმა გააკეთეს.

სამოქალაქო აქტივისტი ე. წ აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

მესამე სექტორი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო და განსხვავებულ აზრს ამ ფორმით სჯის.