ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, – ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, აღნიშნულის გამო, 10 მარტიდან გადაიკეტება გამსახურდიას ქუჩის მარცხენა ზოლი, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან ზ.გამსახურდიას ქუჩის მე-2 შესახვევამდე. გზის ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 1 თვის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება, თუმცა მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები უცვლელი დარჩება.
March 10, 2023