August 14, 2023

ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს – მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის მიხედვით, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, გასულ კვირასთან შედარებით, 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.

„ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C, მაღალმთაში 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.