შოვში მომხდარი ტრაგიკული სტიქიიდან ერთი თვე გავიდა. რაჭაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სამუშაოები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს.
მაშველები მუშაობენ გუმათ ჰესის ტერიტორიაზეც.
გიგანტური ღვარცოფი შოვს 3 აგტვისტოს დაატყდა თავს. მდინარიდან და მიწის მასიდან 31 ცხედარი ამოასვენეს, ამ დროისთვის ყველა მათგანის იდენტიფიცირება მოხერხდა. ამ დრომდე ვერ იპოვეს სტიქის დროს გარდაცვლილი ზაზა მესხის არასრულწლოვანი ბიჭები.