ნადირობის სეზონის დაწყებიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო ნადირობის 26 ფაქტი გამოავლინეს.
„უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 30 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში. 26 ფაქტია გამოვლენილი იმერეთში, 11 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 – შიდა ქართლში, 7 – კახეთში, ასევე 7 ფაქტია აღკვეთილი სამცხე-ჯავახეთში, 3-3 ფაქტი კი დაფიქსირდა ქვემო ქართლსა და აჭარაში.”, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.