September 5, 2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში 5 კამეჩი მოიპარეს

ხონის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს. სოფელს ჩაისუბანში 5 სული კამეჩია მოპარული.

ადგილობრივების თქმით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჯამში სოფლიდან 16 მსხვილფეხა პირუტყვი დაიკარგა.

მოსახლეობა თავს დაუცველად მიიჩნევს და შსს-ს უმოქმედობაში ადანაშაულებს.