6 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, – ინფორემაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული საგენტო ავრცელებ ს. უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში 6 სექტემბრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 7-8 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი.
September 6, 2023
6 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში