September 9, 2023

კეტჩუპის ნიმუშში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა – სეს

კეტჩუპის ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოავლინეს – სეს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი “PRIMO”-ს ნიმუშში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I გამოვლინდა – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სააგენტოს ინსპექტორებმა ი/მ „გაგიკ კობალიანს“ აუკრძალეს აღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაავალეს უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება ამავდროულად, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირები ბიზნესოპერატორთან სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს კეტჩუპი „PRIMO“-ს ზემოაღნიშნული პარტია. სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია”, – აცხადებს სეს-ი.