September 13, 2023

15 სექტემბერამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

13-14 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 13-14 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 15 სექტემბერს- უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 13 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +21, +23 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +17, +19 გრადუსი.