September 20, 2023

„ნინოშვილის სკვერის“ რეაბილიტაციისთვის 1 250 736 ლარი დაიხარჯა

ქუთაისში „ნინოშვილის სკვერის“ რეაბილიტაცია დასრულდა განახლებულ სარეკრეაციო სივრცეში მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მინი-მოედანი. განახლდა შადრევანი, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდა თანამედროვე განათება. მრავალფეროვანი გახდა პარკის დენდროლოგიური ნაწილი, დაირგო ახალი და მოწესრიგდა უკვე არსებული მრავალწლოვანი მცენარეები.

სკვერი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პარკის რეაბილიტაცია 1 250 736 ლარი დაჯდა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.