October 11, 2023

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლის ტარიფი გაიზარდა

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა შესვლის ტარიფი იცვლება. ცვლილება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა. ფოტო – ვიდეო გადაღება და მომსახურება სხვადასხვა ცერემონიალის ჩატარება (ხელისმოწერა, ჯვრისწერა, დაბადების დღე 100 ლარი ; ინდივიდუალური ბაღში შესვლა საქართველოს მოქალაქეებისათვის -2ლარი ; ინდივიდუალური ბაღში ვიზიტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის -5 ლარი . ბოტანიკურ ბაღში უფასო შესვლით სარგებლობენ : შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ; 7 წლამდე ბავშვები ; ბოტანიკურ ბაღში მივლინებული პირები; დირექციასთან საქმიანი ვიზიტით მივლინებული პირები ; სამეცნიერო -კვლევითი მიზნით შემსვლელი პირები .