12 ოქტომბრიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული საგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 11 ოქტომბერს იწვიმებს, ხვალ დილიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 11 ოქტომბერს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 11 ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად უნალექო ამინდი იქნება დედაქალაქშიც. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი იქნება.
October 11, 2023
12 ოქტომბრიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება – გარემოს ეროვნული სააგენტო