October 27, 2023

ქუთაისში მგზავრობის ღირებულების გადახდა საქართველოს ბანკის ბარათითაც შესაძლებელი გახდა

ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამგზავრო ღირებულების გადახდა, “თიბისი ბანკის” ნებისმიერი ბარათის პარალელურად, უკვე შესაძლებელია ,,საქართველოს ბანკის ” ნებისმიერი ბარათით, გარდა ,,ამერიკან ექსპრესის ბარათისა”. სატარანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ მხოლოდ ,,თიბისი ბანკის” ბარათის და ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის მფლობელები. ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის ღირებულება 60 თეთრს შეადგენს.