ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბულვარში მდებარე შენობის დემონტაჟი უნდა მოხდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე დარინა აბულაძემ მიიღო. კაფე „სავანეს“ წარმომადგენლები გადაწყვეტილებას უსამართლოსა და აბსურდულს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლოსთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა იყო მობილიზებული. მანდატურის სიმრავლე იყო სასამართლო დარბაზშიც. სასამართლო დარბაზში არ გამოჩენილა მოსარჩელე მხარე. სავანეს წარმომადგენლების თქმით, მერიაში წინასწარ იცოდნენ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა სასამართლო.
November 17, 2023
დემონტაჟი – ქუთაისის სასამართლომ კაფე „სავანეს“ მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანა