December 2, 2023

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროელებს სოლიდარობა სხვა მაღაროელებმაც გამოუცხადეს

ჭიათურაში, მეორე დღეა, მაღაროელები, პროტესტის ნიშნად გაიფიცულები არიან. პირველად სამუშაოს შესრულებაზე უარი დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა განაცხადეს. ისინი დანაპირებს 12-საათიან გრაფიკს და შესაბამის ხელფასს მოითხოვენ.

დარკვეთის მაღაროს სოლიდარობა სხვა მაღაროებმაც გამოუცხადეს. ამ დროისთვის 13 მაღარო გაჩერებულია.

1700 ადამიანი “ჯორჯიან მანგანეზის ” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ელოდება. მაღაროელები რამდენიმე თვის წინაც გაიფიცნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა, კომპანია მოლაპარაკეის პირობებს ეტაპობრივად ასრულებდა.