December 10, 2023

ქუთაისში მშენებარე კორპუსის კედელი ჩამოინგრა

ქუთაისში, მესხიშვილის მე-4 შესახვევში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს და კორპუსის მშენებლობამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.