December 13, 2023

ქუთაისში სასკოლო თეატრების ფესტივალი „N-ოვაცია 2023“ გაიმართება

4, 17 და 18 დეკემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქუთაისის სასკოლო თეატრების ფესტივალი „N-ოვაცია 2023“. ფესტივალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტატუსი. ფესტივალის მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. საფესტივალო სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.