დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით, 09:26 საათზე მოხდა.
მისმა სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავთან, კურორტ თორღვას აბანოსთან დაფიქსირდა.