December 25, 2023

ვანში უბედურ შემთხვევას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

ვანის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ შუა გორაში წლინახევრის ბავშვს ლობიო გადაცდა.

ის ქუთაისში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ბავშვს ასფიქცია განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.