December 30, 2023

ხარაგაულში კიცხის საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა

ხარაგაულში, კიცხის საჯარო სკოლაში, რომლის მშენებლობაც რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, წვიმის შემდეგ ჭერი ჩამოიშალა.

მშენებლობა 2 მილიონ-ნახევარი ლარი დაჯდა.

“ძალიან ცუდი წვიმა იყო…ჩავიდა ცოტათი წყალი, მაგრამ სამინისტრო საქმის კურსშია. იყვნენ ადგილზეც მაშნვე, მეორე დღესვე. ყველაფერი ჩაინიშნეს და გამოსწოდება ძალიან მალე,” – განაცხადა ხარაგაულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა ვეფხვაძემ.