January 5, 2024

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დაპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება.