January 7, 2024

ქუთაისში ტრადიციული ალილო გაიმართა

ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა. შობის მახარობლებმა გალობით ქალაქის ქუჩები მოიარეს და ნობათი შეაგროვეს.

მსვლელობა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო, სადაც რეზო გაბრიაძის სახელობის წყარო გაიხსნა.

მეალილოეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა დალოცა, მსვლელობის ბოლოს მათ მერმა უმასპინძლა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

მსვლელობისას შეგროვებული ნობათი სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს დაურიგდება.