January 10, 2024

მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის უფასოდ გაიცემა

13 მედიკამენტი ონკოლოგიური პაციენტებისთვის უფასოდ გაიცემა – ჩამონათვალი ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

მათი ცნობით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, კომპანია ROCHE-სგან შესყიდული 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო.

მედიკამენტების ჩამონათვალი: 1. ალეცენზა; 2. ტეცენტრიკი; 3. ავასტინი; 4. ტარცევა; 5. გაზივა; 6. მაბტერა; 7. ჰერცეპტინი; 8. კადსილა; 9. ზელბორაფი; 10. ფესგო; 11. პოლივი; 12. პერჯეტა; 13. როზლიტრეკი;