January 11, 2024

ხარაგაულთან ჩამოწოლილი მეწყერისგან გზა გაწმენდილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ ჩამოწვა.