January 14, 2024

ქუთაისში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

ქუთაისში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს. სიმბოლურად, ქართული დროშა “შენგელია არენაზე“ გაშალეს.

დღის განმავლობაში აქტივობები გაიმართება ბაგრატის ტაძრის ეზოში და ასსაფეხურიან კიბეზე.

ქართული დროშა ჩოხოსნება, კადეტებმა და ფეხბურთელებმა გაშალეს.

ღონისძიება ქუთაისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული. მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.