ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო.
საქაართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.
„გაკეთდა ახალი წყალარინების სისტემა. ჯამში, დაიგო 20 000მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა.
გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია და მოეწყო დეკორატიული ღობე. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.