February 7, 2024

ბაღდათში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეხუთე გარდაცვლილი იპოვეს

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობამ 5-ს მი9აღწია, ეძებენ 4 დაკარგულს, ეწრთი პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაკარგულებს შორის არიან არასრულწლოვნები.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.