February 9, 2024

საჩხერეში უბედურ შემთხვევას “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი ემსხვერპლა

საჩხერის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი ემსხვერპლა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მამაკაცი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

რა მოხდა ადგილზე, ზუსტი მიზეზი უცნობია და გამოძიება დაადგენს.

ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შესწავლა და კომპანიის წარმომადგენლები თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

მათივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან საჩხერეში დამატებითი ჯგუფები იყვნენ გაგზავნილი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო და გარდაცვლილი ერთ-ერთი მათგანია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.