მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი ქარი – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
February 24, 2024