“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ტექნიკური ხარვეზი სრულად აღმოფხვრილია”, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო, ქუთაისის აეროპორტში ათენი-ქუთაისის რეისი ვერ დაჯდა. კვიპროსის და აბუ-დაბის ფრენები კი რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ სრულდებოდა.