April 2, 2024

სამტრედიაში ქალმა ქმარი მოკლა

მკვლელობა სამტრედიაში. არსებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის მეუღლემ მოკლა.

ოჯახი სამტრედიაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.