April 9, 2024

ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს

ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს, – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მერაბ კოსტავას სკვერში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. 35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. გამორჩეული თარიღია საქართველოს ისტორიაში – ტრაგიკულიც და ამაღლებულიც. ამ დღემ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და სიმბოლური იყო, რომ სწორედ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. მათი გმირობის და თავგანწირვის მაგალითზე თაობები გაიზარდა საქართველოში, რომლებიც დღეს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანას აშენებენ”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.