April 14, 2024

ბაღდათიდან თბილისისკენ მოძრავ მიკროავტობუსში 3 ადამიანი დაიღუპა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.