April 16, 2024

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა – ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს. მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულს ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩენების ბრალდებაში გამართლდა და პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. ნატო ხელაძე სამტრედიაში 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მას მეუღლის მკვლელობას ედავებოდნენ. მოგვიანებით მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.