რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული აქციები, ისევე როგორც მთელ საქართველოში, არ წყდება ქუთაისში.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გააპროტერსტეს. ახალგაზრდებთან ერთად მესხიშვილის თეატრთან შეკრებილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა კანონპროექტის გაწვევას მოითხოვეს.
აქციას შეუერთდნენ მსახიობები ბაია დვალიშვილი, ნატა მურვანიძე და ნინო კასრაძე.