April 20, 2024

არა რუსულ კანონს! – ქუთაისში ქალების მსვლელობა გაიმართა

„ქალები ვირჩევთ ევროპას!“ – ამ გზავნილით „თეთრი ხიდიდან“ ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეები რუსული კანონის უკან გაწვევას ითხოვენ. „რუსულ კანონს და გენდერული კვოტების გაუქმებას საერთო მიზანი აქვთ – რომ კიდევ უფრო მეტად დაგვაშორონ რუსეთს, არა- რუსეთს, კი, ევროპას – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ქალების მსვლელობა ქალთა ორგანიზაციის მიერ დაიგეგმა და თბილისსა და საქართევლოს სხვა ქალაქებში ერთდროულად იმართება