April 29, 2024

რეგიონებიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად მიემგზავრებიან

თბილისში ხელისუფლების მხარდამჭერ შეკრებას ქუთაისიდანაც უერთდებიან. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან უკვე დაიძრნენ დედაქალაქისკენ.

მათი თქმით, მიდიან სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ასევე სურთ მშვიდობა და განვითარება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, დაიცვან ტრადიციები და ღირებულებები.

ქართული ოცნების დაანონსებულ აქციას იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი შეუერთდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე რეგიონიდან 23 000 ადამიანი მიემგზავრება.