ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დღეს 7 მაისს, 18:00 სთ-ზე ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები ისევ შეიკრიბებიან. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, გაიმართება-აქცია მსვლელობა. „ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით გავემართებით რუსული ოცნების ოფისთან. ჩავივლით რუსთაველის გამზირს, გადავინაცვლებთ ჯავახიშვილის ქუჩით ბუხაიძის ქუჩაზე, ავალთ გამსახურდიაზე, აღმაშენებელი-ტაბიძის კვეთით დავბრუნდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ბოლო გაჩერება – რუსული რეჟიმის ქუთაისის ფილიალი (ქ. ქუთაისის მერია). ცვალებადი ამინდის გამო, დაგახვედრებთ საწვიმრებს. გელოდებით ყველას, ვინც ევროპასა და რუსეთს შორის სწორ არჩევანს აკეთებთ. საქართველო გაიმარჯვებს! ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!#არარუსულკანონს, #არარუსულრეჟიმს” – წერენ მსვლელობის ორგანიზატორები.
May 7, 2024