May 14, 2024

ქუთაისში აქციის მონაწილეები კანონის მიღებას აპროტესტებენ

ქუთაისში პროტესტი გრძელდება. სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გამჭვირვალობის კანონის მიღებას აპროტესტებენ და ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

მათი თქმით, ხელისუფლებამ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, როს საპასუხოდაც ახალგაზრდები არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას და ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა კანონს გაუქმებაზე არ შესრულდება.