May 28, 2024

ქუთაისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეები აქციას საღამოს გამართავენ

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა დღეს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის ირგვლივ.

ქუთაისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეები საღამოს მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბებიან.

,,გელოდებით ქალაქის ცენტრში – ერთად ვუთხრათ არა რუსულ კანონს!

28 მაისი, 18:00 სთ, ქუთაისის ცენტრი” -აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.