June 4, 2024

ონში 3.7 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისძვრა დაფიქსირდა

რაჭაში გამთენიისას კიდევ ერთი მიწისძვრა 05:30 საათზე დაფიქსირდა, – ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

განმეორებითი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონთან, სოფელი ირი იყო.

მიწისძვრის სიდიდე 3.7 მაგნიტუდა იყო.

პირველი მიწისძვრა იმავე ადგილას 02:03 საათზე მოხდა, მიწისძვრის სიდიდე 5.4 მაგნიტუდა იყო.