June 8, 2024

15 -16 ივნისს ქუთაისში ,,გემო ფესტი” გაიმართება

15 -16 ივნისს ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალი – „გემო ფესტი“ გაიმართება.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოებისა და თავად ფესტივალის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 9 – დან 17 ივნისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და პარკინგი შეიზღუდება გრიშაშვილის ქუჩის დასაწყისიდან თეთრ ხიდამდე. მსგავსი შეზღუდვა, ასევე, დაწესდება ცისფერყანწელთა ქუჩაზე, 12-დან 18 ივნისის ჩათვლით.

„გემო ფესტი“ ქუთაისში 15 და 16 ივნისს, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, 15:00 საათიდან გაიმართება.