June 12, 2024

რიკოთის უღელტეხილზე სააავტომობილო მოძრობა დროებით შეიზღუდება

რიკოთის უღელტეხილზე სააავტომობილო მოძრობა დროებით შეიზღუდება

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით იზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი გაწმენდითი სამუშაოებია.

„ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საორიენტაციოდ, ნახევარ საათში დასრულდება გზის გაწმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგება ორმხრივ რეჟიმში”, -აცხადებს უწყება.