June 26, 2024

ძლიერმა წვიმამ ქუთაისში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები.

გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს.

სტიქიის შედეგად დაიტბორა რამდენიმე სახლის პირველი სართული.

ქალაქში რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს.

წვიმამ მსგავსი პრობლემები შექმნა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.